info@quantum.ge +995 322 425 242, +995 322 425 426

განხორციელებული პროექტები


გარდა კავშირგაბმულობის სისტემების მიწოდებისა, კომპანია 2012 წლიდან დაინტერესდა ვებ-პროექტებით და აქტიურად არის ჩართული ინოვაციური პროექტების შემუშავებაში.

კომპანია

By Lexica, @StalinskyK

2005 წელს დაარსებული ქვანტუმ გრუფის ფუნქციური ოპერირების ფარგლები ორ კონტინენტს მოიცავს და როგორც ევროპის, აგრეთვე კავკასიის მასშტაბით უზრუნველყოფს ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელთან დაკავშირებულ მომსახურებას. კომპანია უწყვეტ რეჟიმში აწვდის საერთაშორისო ფართოზოლოვან სერვისებს როგორც საქართველოს, აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანს.

  • როგორც მრავალპროფილიანი კომპანია, ქვანტუმ გრუფი წარმატებით მუშაობს დიზაინის, მშენებლობის, ტრანსპორტირებისა და პროექტების იმპლემენტაციის მიმართულებით. ქვანტუმ გრუფი British Petroleum-ის კონტრაქტორი კომპანიაა. მის კლიენტებს შორის არიან როგორც ბანკები, სამშენებლო და ნავთობკომპანიები, ასევე ინტერნეტ სერვის პროვაიდერები და ტელეკომის ოპერატორები.

  • საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქვანტუმ გრუფი აგრეთვე ახორციელებს სატელეკომუნიკაციო საკონსულტაციო მომსახურებას ტელეკომსა და ტექნოლოგიებთან ასოცირებულ პროექტებისთვის. კომპანია მონაცემებთან და ინტერნეტ პროტოკოლთან დაკავშირებულ სრულყოფილ გადაწყვეტილებებს სთავაზობს მომხმარებელს და მათ დამოუკიდებელ, ობიექტურ სატელეკომუნიკაციო და IT რჩევებით უზრუნველყოფს.

გლობალური პერსპექტივების გააზრებისა და სწორად წარმართული საქმიანი ურთიერთობების საფუძველზე, ქვანტუმ გრუფი კომპლექსური მიდგომის გზით უზრუნველყოფს კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისების მიწოდებას.