ჭკვიანი სამაჯური საშუალებას გაძლევთ ყურმილის აღების გარეშე, უბრალოდ, ყურთან თითის ოდნავი შეხებითაც უპასუხოთ ზარებს. აღარ არის საჭირო ყურსაცვამის გამოყენება და ველოსიპედით, მოტოციკლითა თუ ავტომობილით მგზავრობისას მობილურის ძებნა ჩანთასა და ჯიბეში, რაც ყურადღების გადატანას იწვევს და ზრდის ავარიების, უბედური შემთხვევების რისკს.
როცა ტელეფონზე გირეკავენ, მობილური ტელეფონიდან სიგნალი ჭკვიან სამაჯურსაც გადაეცემა და გაკავშირებთ ადრესატთან ყურთან თითის შეხებით. ეს შეხება გადმოგცემთ ბგერით სიგნალსაც და ამავე დროს ახშობს გარემოს ხმებს, რომ მოსაუბრის ხმა სუფთად და ხარვეზის გარეშე გესმოდეთ ყველაზე ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილებშიც კი.