დასაქმებულთა უსაფრთხოების პოლიტიკა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი მიმართულებაა. თითოეული Quantum Group-ის თანამშრომლისთვის უსაფრთხოების პოლიტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქაღალდზე დაწერილი წესებისა და რეგულაციების ერთობლიობა. ჩვენი გუნდი კარგად აცნობიერებს, რომ უსაფრთხოება და ხარისხი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, და მათი რომელიმე ნაწილის უგულებელყოფა ავტომატურად ამცირებს მეორის ეფექტურობას.

კომპანიის დასაქმებულთა უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

უსაფრთხოების სისტემების შესწავლა:
დასაქმებულთა უსაფრთხოების სისტემების განვითარება უწყვეტი და რთული პროცესია, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ამ სფეროში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს, ვსწავლობთ მათ და საფუძვლიანად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში.

სამუშაო რისკების ანალიზი:
დასაქმებულთა უსაფრთხოების სისტემებში სამუშაო რისკების ანალიზი მოიცავს ეფექტურ დაგეგმვას, კომუნიკაციას, სამუშაო პროცესში შესაძლო საფრთხეების შეფასებას და მათი თავიდან აცილების გზების პოვნას. ჩვენი კომპანია ყოველ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ატარებს რისკების სრულ ანალიზს გამონაკლისის გარეშე. ამ პროცესებში ყველა თანამშრომელი აქტიურად არის ჩართული, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასასურველი შემთხვევების ალბათობას.

ნულოვანი ინციდენტების ფილოსოფია:
ნულოვანი ინციდენტების ფილოსოფია არის დასაქმებულთა უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ჩვენ მტკიცედ გვწამს მისი მნიშვნელობის და უზრუნველვყოფთ, რომ Quantum Group-ის თითოეულმა თანამშრომელმა გააცნობიეროს მისი სიღრმე და მნიშვნელობა.

დისციპლინა და რეგულაციების დაცვა:
Quantum Group-ში უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყოველდღიურად და გამონაკლისის გარეშე ხორციელდება. უსაფრთხოება, მომგებიანობა და ხარისხი — ეს სამი პრინციპი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მათი რომელიმე ნაწილის უგულებელყოფა ავტომატურად ამცირებს დანარჩენთა ეფექტურობას.

კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს თანამშრომელთა კეთილდღეობა. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მათი კვალიფიკაციის, ცოდნისა და ინტელექტის ამაღლებაზე. ვამაყობთ მიღწეული შედეგებით — ეს ჩვენი კომპანიის სწორად არჩეული კურსისა და პოლიტიკის ნაყოფია.