ჯანსაღი საკლასო ოთახი

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის

თითოეულ ოთახში დამონტაჟებული სენსორი ზომავს CO₂-ს, მტვრის მყარ ნაწილაკებსა და ტემპერატურას და პერსონალს ზუსტად ატყობინებს, როდის არის საჭირო ოთახის განიავება.

CO₂PM2.5
ფაქტები
12%
სასკოლო დავალებების შესრულების სიჩქარის პროგნოზირებული ზრდა, როცა საკლასო ოთახში CO₂ 2100-დან 900 ppm-მდე მცირდება
+2,5%
დასწრების პროგნოზირებული ზრდა, როცა CO₂ 4100-დან 1000 ppm-მდე მცირდება
19
საბავშვო ბაღი, რომელიც Quantum Group-მა UNICEF-თან ერთად ჰაერის ხარისხის მონიტორინგით აღჭურვა
წყარო: Quantum Group

მონაცემები საერთაშორისო კვლევებიდან და ანგარიშებიდანაა. თქვენს ობიექტზე შედეგი მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და საპილოტე ეტაპზე იზომება.

პრობლემა

ჰაერი იცვლება, მაგრამ ამას ოთახში არავინ ამჩნევს

დახურულ საკლასო ოთახში, სადაც 25 ბავშვი სხედს, სუფთა ჰაერი სწრაფად იკლებს. ერთი გაკვეთილის განმავლობაშიც კი CO₂-ის დონე მნიშვნელოვნად იმატებს, თუმცა ამას ოთახში ვერავინ ამჩნევს, სანამ ბავშვებს დაღლილობა, ყურადღების გაფანტვა ან თავის ტკივილი არ დაეწყებათ. ზამთარში ფანჯრები სითბოს შესანარჩუნებლად დაკეტილია, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი იმავე ფანჯრებიდან ქუჩის მტვერი და სმოგი შემოდის. გაზომვის გარეშე ვენტილაცია მხოლოდ ვარაუდს ეყრდნობა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

კონცენტრაცია და სწავლა

CO₂-ის მაღალი კონცენტრაცია დაკავშირებულია ძილიანობასთან, თავის ტკივილთან და ყურადღების დაქვეითებასთან.

ჯანმრთელობა

მყარი ნაწილაკები (PM2.5) ფილტვებში ღრმად აღწევს, ბავშვები კი მათ მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები.

გათბობის ხარჯი

საათის მიხედვით განიავებისას სითბო ტყუილად იკარგება. მონაცემებზე დაფუძნებული განიავების დროს ფანჯარა მხოლოდ მაშინ იღება, როცა ეს ნამდვილად საჭიროა.

ანგარიშვალდებულება

მშობლები და ზედამხედველი უწყებები სულ უფრო ხშირად ითხოვენ მონაცემებს, რომლებიც უსაფრთხო გარემოს ადასტურებს.

როგორ მუშაობს

ოთხი ნაბიჯი სენსორიდან გადაწყვეტილებამდე

01

გაზომვა

სენსორი რამდენიმე წუთში ერთხელ ზომავს CO₂-ს, PM2.5-სა და PM10-ს, ტემპერატურას, ტენიანობას და აქროლად ორგანულ ნაერთებს (TVOC).

02

სიგნალი ოთახში

მოწყობილობის ეკრანზე ჩანს მარტივი სტატუსი (მწვანე, ყვითელი ან წითელი), ასე რომ მასწავლებელმა იცის, როდის გააღოს ფანჯარა.

03

გადაცემა

მონაცემები LoRaWAN რადიოქსელით გადაეცემა შენობაში დამონტაჟებულ გეითვეის. Wi-Fi ან დამატებითი კაბელები საჭირო არ არის.

04

მართვის პანელი

ადმინისტრაცია ყველა ოთახს ერთ მართვის პანელზე ხედავს: მიმდინარე მაჩვენებლებს, შეტყობინებებს ზღვრის გადაჭარბებისას, ისტორიასა და ყოველთვიურ ანგარიშებს.

რას მოიცავს გადაწყვეტილება
კომპონენტიფუნქციაძირითადი მახასიათებლები
შიდა ჰაერის ხარისხის სენსორიზომავს საკლასო ოთახის გარემოსCO₂ (NDIR), PM2.5/PM10, ტემპერატურა, ტენიანობა, TVOC; სტატუსის ეკრანი
შიდა LoRaWAN გეითვეიაგროვებს მონაცემებს შენობის ყველა სენსორიდანროგორც წესი, ერთი შენობაზე; Ethernet ან 4G კავშირი
მონიტორინგის პლატფორმამართვის პანელი, შეტყობინებები, ანგარიშებივებ და მობილური წვდომა, ზღვრული მნიშვნელობების შეტყობინებები, მონაცემების ექსპორტი
მონტაჟი და მხარდაჭერაQuantum Group-ის ინჟინრებიობიექტის შესწავლა, მონტაჟი, კონფიგურაცია, პერსონალის ინსტრუქტაჟი, 24/7 მხარდაჭერა

ვისთვის არის

საჯარო და კერძო სკოლები
საბავშვო ბაღები
უნივერსიტეტები და სასწავლო ცენტრები
მუნიციპალიტეტები და განათლების სფეროს უწყებები, რომლებიც პროგრამებს ერთდროულად ბევრ შენობაში ახორციელებენ

რას გაზომავთ

  • გაკვეთილის დროის რა წილი გადის CO₂-ის რეკომენდებულ დონეზე დაბლა (ხშირად გამოყენებული ორიენტირია 1000 ppm).
  • CO₂-ისა და PM2.5-ის მომატებული დონის შემთხვევების რაოდენობა და ხანგრძლივობა თითოეულ ოთახში.
  • რა ეფექტი აქვს განიავების რეჟიმისა და გათბობის გრაფიკის ცვლილებას (მანამდე და შემდეგ).
  • რომელი ოთახები საჭიროებს ტექნიკურ ჩარევას: სუსტი ვენტილაცია, ორპირი ქარი, გადახურება.
19
რეალური პროექტი

19 საბავშვო ბაღი

UNICEF-თან თანამშრომლობით Quantum Group-მა საქართველოს 19 საბავშვო ბაღი აღჭურვა ჰაერის ხარისხის სენსორებითა და მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვების სისტემით. პერსონალი თითოეული ჯგუფის ოთახის ჰაერის შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში იღებს, დაგროვებული მონაცემები კი გაუმჯობესების დაგეგმვის საფუძველია.

პროექტის დეტალები
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

გვჭირდება Wi-Fi ან ახალი კაბელები?

არა. სენსორები გეითვეის რადიოსიგნალით უკავშირდება, გეითვეის კი მხოლოდ ერთი ინტერნეტკავშირი სჭირდება (Ethernet ან მობილური ქსელი).

რამდენი გეითვეია საჭირო ერთი სკოლისთვის?

როგორც წესი, ერთი შენობაზე. დიდ ან რამდენიმეკორპუსიან სასწავლებელს შეიძლება მეტი დასჭირდეს. ზუსტ რაოდენობას ობიექტის შესწავლისას ვადგენთ.

ვინ ხედავს მონაცემებს?

მონაცემები დაწესებულებას ეკუთვნის. წვდომა თითოეულ მომხმარებელს ცალკე ენიჭება: დირექტორს, სამეურნეო სამსახურს, ზედამხედველ უწყებას.

რა უწევს მასწავლებელს?

მხოლოდ ეკრანს უნდა დახედოს და ფანჯარა გააღოს, როცა სტატუსი წითელი ხდება.

შეიძლება სისტემის მოგვიანებით გაფართოება?

დიახ. იმავე ქსელს შეგიძლიათ დაუკავშიროთ ოთახში მყოფთა აღრიცხვის, ტემპერატურის მართვის, წყლის გაჟონვისა და ენერგომოხმარების სენსორები.

დაიწყეთ საპილოტე პროექტით

რამდენიმე საკლასო ოთახში დავამონტაჟებთ სენსორებს, სისტემა ერთი თვე იმუშავებს, შემდეგ კი სრულ მონაცემებსა და ანგარიშს გადმოგცემთ.

მოითხოვეთ საპილოტე პროექტი+995 322 425 426
ტექნოლოგიები

სენსორები და გეითვეები LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT და LTE ტექნოლოგიებზე. ყველა მოწყობილობა იმართება ერთ სისტემაში: Quantum IoT პლატფორმა.

Healthy Classrooms

Air quality monitoring for schools and kindergartens

A sensor in every room tracks CO₂, fine particles and temperature, and tells staff exactly when the room needs fresh air.

CO₂PM2.5
Facts
12%
faster completion of school tasks predicted when classroom CO₂ falls from 2,100 to 900 ppm
+2.5%
higher daily attendance predicted when CO₂ is reduced from 4,100 to 1,000 ppm
19
kindergartens equipped with air quality monitoring by Quantum Group together with UNICEF

Figures come from independent international studies and reports. Results at your site depend on its condition and are measured during the pilot.

The problem

The air changes. Nobody in the room notices.

A closed classroom with 25 children runs out of fresh air quickly. CO₂ rises noticeably within a single lesson, yet nobody in the room notices until the children become tired, distracted or get headaches. In winter the windows stay shut to keep the heat in; in spring and autumn the same windows let in street dust and smog. Without measurement, ventilation is guesswork.

Why it matters

Focus and learning

High CO₂ levels are associated with drowsiness, headaches and reduced attention.

Health

Fine particles (PM2.5) reach deep into the lungs, and children are more sensitive to them than adults.

Heating costs

Airing rooms by the clock wastes heat. With data, windows open only when the air actually needs replacing.

Accountability

Parents and education authorities increasingly expect evidence of a safe environment.

How it works

Four steps from sensor to decision

01

Measure

Every few minutes, the sensor measures CO₂, PM2.5 and PM10, temperature, humidity and volatile organic compounds (TVOC).

02

Signal in the room

A display on the device shows a simple status (green, amber or red), so the teacher knows when to open a window.

03

Transmit

Data travels over a LoRaWAN radio network to a gateway in the building. No Wi-Fi or new cabling is required.

04

Dashboard

The administration sees every room on one dashboard: live readings, threshold alerts, history and monthly reports.

What's included
ComponentRoleKey characteristics
Indoor air quality sensorMeasures the classroom environmentCO₂ (NDIR), PM2.5/PM10, temperature, humidity, TVOC; status display
Indoor LoRaWAN gatewayCollects data from every sensor in the buildingUsually one per building; Ethernet or 4G connection
Monitoring platformDashboard, alerts and reportsWeb and mobile access, threshold alerts, data export
Installation and supportQuantum Group engineersSite survey, mounting, configuration, staff briefing, 24/7 support

Who it's for

Public and private schools
Kindergartens
Universities and training centres
Municipalities and education authorities running programmes across many buildings

What you will measure

  • The share of lesson time with CO₂ below the recommended level (1,000 ppm is a widely used reference).
  • The number and duration of high-CO₂ and high-PM2.5 episodes in each room.
  • The effect of changes to ventilation routines and heating schedules, before and after.
  • Which rooms need technical attention: poor ventilation, draughts, overheating.
19
Reference project

19 kindergartens

In partnership with UNICEF, Quantum Group equipped 19 kindergartens across Georgia with air quality sensors and centralised data collection. Staff see the condition of the air in each group room in real time, and the accumulated data gives a solid basis for planning improvements.

Project details
FAQ

Frequently asked questions

Do we need Wi-Fi or new cables?

No. Sensors communicate with the gateway by radio, and the gateway needs a single internet connection (Ethernet or mobile).

How many gateways does a school need?

Usually one per building. Large or multi-building campuses may need more; we confirm the number during the site survey.

Who sees the data?

The data belongs to the institution. Access is granted per user: the director, facilities staff, the supervising authority.

What does a teacher have to do?

Glance at the display and open the window when the status turns red.

Can the system be extended later?

Yes. The same network supports occupancy, temperature control, water leak and energy sensors.

Start with a pilot

We install sensors in a few classrooms, run the system for one month and hand over the full data with a report.

Request a pilot+995 322 425 426
Technologies

Sensors and gateways on LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT and LTE. Every device is managed in one system: Quantum IoT Platform.