სოფლის მეურნეობა და ვენახები

მონაცემებზე დაფუძნებული მორწყვა და შენახვა ფერმებისა და ვენახებისთვის

ნიადაგის ტენიანობა, ამინდი, წყლის დონე და შენახვის პირობები მთელ მეურნეობაში, იმ ნაკვეთებზეც, სადაც ელექტროენერგია არ არის.

ნიადაგიამინდირეზერვუარიმარანი
ფაქტები
70%
მსოფლიოში მოპოვებული მტკნარი წყლის წილი, რომელიც სოფლის მეურნეობაზე მოდის
წყარო: FAO
>20%
ერთ სულ მოსახლეზე ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის შემცირება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში

მონაცემები საერთაშორისო კვლევებიდან და ანგარიშებიდანაა. თქვენს ობიექტზე შედეგი მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და საპილოტე ეტაპზე იზომება.

პრობლემა

ჩვევით მორწყვა წყალსაც ფლანგავს და ფულსაც

ბევრი მეურნეობა ფიქსირებული გრაფიკით ან თვალით რწყავს. შედეგად წყალი იქ იხარჯება, სადაც ნიადაგი ჯერ კიდევ ტენიანია, ხოლო იქ, სადაც უკვე გამოშრა, მცენარე სტრესს განიცდის. ვენახში მოსავალს ხშირად კრიტიკული კვირების წაყინვა და ტენიანობა წყვეტს. LoRaWAN სენსორების სიგნალი ღია ადგილას რამდენიმე კილომეტრზე ვრცელდება, ბატარეა წლობით ძლებს, მზის ენერგიაზე მომუშავე გეითვეი კი მინდორში ელექტროხაზის გარეშე მუშაობს.

სად გამოიყენება

სენსორები და მათი ამოცანები

ნიადაგის ტენიანობის სენსორი

ნიადაგის ტენიანობა

ტენიანობა და ტემპერატურა ფესვების სიღრმეზე ზუსტად აჩვენებს, როდის და სად უნდა მოირწყოს ნაკვეთი.

ამინდის სადგური

ადგილობრივი ამინდი და წაყინვა

ტემპერატურა, ტენიანობა, ქარი და ნალექი უშუალოდ ნაკვეთზე. წაყინვის გაფრთხილება იმდენად ადრე მოდის, რომ რეაგირებას მოასწრებთ.

წნევის სენსორი

სარწყავი ხაზები

წნევა სარწყავ ხაზებში ადასტურებს, რომ სისტემა მუშაობს, და აჩვენებს გარღვევასა თუ გაჭედვას.

დონის სენსორი

წყლის რეზერვუარები

რეზერვუარებსა და ავზებში წყლის დონე დისტანციურად ჩანს, ნაკვეთზე გასვლის გარეშე.

ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორი

საწყობები და მარნები

პირობები სამაცივრე საწყობებში, სათავსოებსა და მარნებში დღე-ღამის განმავლობაში იწერება.

GPS ტრეკერი

ტექნიკა

ჩვენი GPS ტრეკერები აჩვენებს, სად არის ტრაქტორები და სხვა ტექნიკა და როგორ გამოიყენება ისინი.

მაგალითი

ტიპური პროექტი: 50 ჰექტარი ვენახი

მაგალითი საორიენტაციოა. საბოლოო შემადგენლობა ობიექტის შესწავლის შემდეგ განისაზღვრება.

  • 10ნიადაგის ტენიანობის სენსორი ტიპურ ზონებში
  • 1ამინდის სადგური
  • 4წნევის სენსორი სარწყავ ხაზებზე
  • 2რეზერვუარის დონის სენსორი
  • 6ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორი მარანსა და საწყობში
  • 1მზის ენერგიაზე მომუშავე გარე გეითვეი
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

დაგვჭირდება ნაკვეთზე ელექტროენერგია ან ინტერნეტი?

ელექტროქსელი საჭირო არ არის. მზის ენერგიაზე მომუშავე გეითვეი მონაცემებს მობილური ქსელით აგზავნის, ამიტომ საკმარისია, რომ გეითვეის ადგილას მობილური დაფარვა იყოს.

რა მანძილზე შეიძლება იყოს სენსორები?

ღია ადგილას ერთი გეითვეი, როგორც წესი, რამდენიმე კილომეტრს ფარავს. ზუსტი მანძილი რელიეფზეა დამოკიდებული და ადგილზე მოწმდება.

შეუძლია სისტემას მორწყვის ავტომატური მართვა?

პირველი ეტაპი მონიტორინგია. სარქველების ავტომატური მართვის დამატება შესაძლებელია იქ, სადაც სარწყავი სისტემა ამის საშუალებას იძლევა.

დაიწყეთ ერთი ნაკვეთით

ერთ ნაკვეთზე ერთი სეზონით დავამონტაჟებთ ნიადაგის, ამინდისა და წყლის სენსორებს, რომ მორწყვის გადაწყვეტილებები რეალურ მონაცემებს შეადაროთ.

მოითხოვეთ კონსულტაცია+995 322 425 426
ტექნოლოგიები

სენსორები და გეითვეები LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT და LTE ტექნოლოგიებზე. ყველა მოწყობილობა იმართება ერთ სისტემაში: Quantum IoT პლატფორმა.

სხვა გადაწყვეტილებები

წარმოება და ქარხნები

შეკუმშული ჰაერი, დანადგარების დატვირთვა, ტემპერატურა და გაჟონვა მუდმივ კონტროლზე.

დეტალურად

მონაცემთა ცენტრები და სერვერული ოთახები

კარადების ტემპერატურა, ტენიანობა, გაჟონვა, კარები და ელკვება ერთ სისტემაში.

დეტალურად

კლინიკები და საავადმყოფოები

მედიკამენტების მაცივრები, საოპერაციოები, ჰაერი პალატებში, გაჟონვა.

დეტალურად
Agriculture & Vineyards

Data-driven irrigation and storage for farms and vineyards

Soil moisture, weather, water levels and storage conditions across the whole farm, including plots with no mains power.

SoilWeatherTankCellar
Facts
70%
of global freshwater withdrawals go to agriculture
Source: FAO
>20%
decline in available freshwater per person over the past two decades

Figures come from independent international studies and reports. Results at your site depend on its condition and are measured during the pilot.

The problem

Irrigating by habit wastes both water and money

Many farms irrigate on a fixed schedule or by eye. Water is spent where the soil is still moist, while plants on drier ground are already under stress. In vineyards, frost and humidity in a few critical weeks often decide the harvest. LoRaWAN sensors reach several kilometres in open terrain and run on batteries for years, and a solar-powered gateway works in the field without a power line.

Where it is used

Sensors and what they do

Soil moisture sensor

Soil moisture

Moisture and temperature at root depth show exactly when and where a plot needs water.

Weather station

Local weather and frost

Temperature, humidity, wind and rainfall on the plot itself. Frost alerts arrive early enough to act.

Pressure sensor

Irrigation lines

Pressure in the irrigation lines confirms that the system is working and reveals bursts and blockages.

Level sensor

Water tanks and reservoirs

Water levels in tanks and reservoirs are visible remotely, without a drive out to the field.

Temperature and humidity sensor

Storage and wine cellars

Conditions in cold stores, warehouses and wine cellars are recorded around the clock.

GPS tracker

Machinery

Our GPS trackers show where tractors and other equipment are and how they are being used.

Example

Typical project: a 50-hectare vineyard

Indicative example. The final configuration is defined after a site survey.

  • 10soil moisture sensors in representative zones
  • 1weather station
  • 4pressure sensors on irrigation lines
  • 2tank level sensors
  • 6temperature and humidity sensors in the cellar and storage
  • 1solar-powered outdoor gateway
FAQ

Frequently asked questions

Do we need power or internet in the field?

No mains power is needed. The solar-powered gateway sends data over the mobile network, so mobile coverage is required only where the gateway stands.

How far can sensors be from the gateway?

In open terrain one gateway typically covers several kilometres. The exact range depends on the relief and is checked on site.

Can the system control irrigation automatically?

Monitoring comes first. Automatic valve control can be added where the irrigation system allows it.

Start with one plot

We install soil, weather and water sensors on one plot for a season, so you can compare your irrigation decisions with real data.

Request a consultation+995 322 425 426
Technologies

Sensors and gateways on LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT and LTE. Every device is managed in one system: Quantum IoT Platform.