info@quantum.ge +995 322 425 242, +995 322 425 426

ქვანტუმ გრუფის საქმიანობის ურთიერთდაკავშირებული ასპექტები ქმნის იმ მთლიანობას, რომელიც არსებით გავლენას ახდენს კომპანიის წარმატებაზე. ჩვენ თქვენი ბიზნესის მიზნების შესაბამისად ვუზრუნველყოფთ თქვენზე ოპტიმალურად მორგებული სერვისების შეთავაზებას. წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელებული პროეტების ჩამონათვალიც სწორედ ამაზე მეტყველებს.

როგორც კომპანიის მთავარი კონტრაქტორი, ქვანტუმ გრუფი 2009 წლიდან ახორციელებს British Petroleum-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შედუღებასა და ინსტალაციას, კერძოდ:

  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ინსტალაცია PSG2 სადგურზე და ბლოკის სარქველებზე;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შედუღება EDDF შენობაში, PSG1-OSRB სადგურების უზრუნველყოფა ინტერნეტით და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შედუღებით;
  • ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის შედუღება და შეკეთება სადგურზე KP150;
  • A80PA სადგურზე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის ინსტალაცია და ინსტალაციის შემდგომი სამუშაოები;
  • როგორც ევროდიზაინის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ქვანტუმ გრუფი 2007 წლიდან ახორციელებს SDH სისტემის მონიტორინგს და სერვისის უზრუნველყოფას BP-სათვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე;
  • 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ქვანტუმ გრუფმა აგრეთვე განახორციელა გათხრითი სამუშაოები BP-სათვის PSG2 სადგურსა და ბლოკის სარქველებზე;
  • გათხრითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობდა PSG1-OSRB სადგურზე, სადაც დამონტაჟდა მეტალის მილი და ჭიდან OSRB შენობამდე ჩაიდო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი;
  • გათხრითი სამუშაოები და ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის აღდგენა განხორციელდა KP150 სადგურზეც.

ქვანტუმ გრუფს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს აგრეთვე ჰოლანდიურ კომპანიასთან Linxtelecom.BV. ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი ამგვარია:

  • SDH კვანძების ინსტალაცია;
  • ე.წ. საბოლოო მილის ინსტალაცია და მისი დაკავშირება საბოლოო მომხმარებელთან;
  • უწყვეტი ენერგიით უზრუნველყოფა: სატელეკომუნიკაციო აპარატურის დამიწებით და ელვის საწინააღმდეგო აღჭურვილობით უზრუნველყოფა, ელვამრიდების სატელეკომუნიკაციო ანძებზე და ბოძებზე ინსტალაციით, მზის სოლარების ინსტალაცია და ინტეგრაცია.