info@quantum.ge +995 322 425 242, +995 322 425 426

შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკა ჩვენი კომპანიისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია, შესაბამისად, ქვანტუმ გრუფის თითოეული თანამშრომლისთვის უსაფრთხოების პოლიტიკა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონების ერთობლიობა.

ჩვენი გუნდი აცნობიერებს, რომ უსაფრთხოება და ხარისხი ჯაჭვური რეაქციით, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან და ერთ-ერთი მათგანის უგულებელყოფაც კი ავტომატურად გულისხმობს მეორის ეფექტურობის შემცირებას.

ქუანტუმ გრუფის შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკა შემდეგ საკითხებს მოიცავს:

უსაფრთხოების სისტემების შესწავლა: ვინაიდან შრომითი უსაფრთხოების სისტემების განვითარება უწყვეტი და მეტად კომპლექსური პროცესია, ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, ვითვისებთ და ზედმიწევნით, პირნათლად ვასრულებთ მათ.

სამუშაო რისკების ანალიზი: შრომითი უსაფრთხოების სისტემებში, სამუშაო რისკების ანალიზი ეფექტურ დაგეგმვას, კომუნიკაციას, სამუშაოს შესრულების პერიოდში შესაძლო საშიშროებების ანალიზს და ამ საშიშროებების თავიდან აცილების გზების მოძიებას გულისხმობს. სამუშაო რისკების ანალიზს ჩვენი კომპანია თითეულ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გამონაკლისების გარეშე ახორციელებს.

ნულოვანი ინციდენტის ფილოსოფია: ნულოვანი ინციდენტის ფილოსოფია შრომის უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, შესაბამისად, ჩვენ გვჯერა მისი მართებულობის და ვზრუნავთ, რომ ჩვენი კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იაზრებდეს ამ პრინციპს და აანალიზებდეს მის მნიშვნელობას.

დისციპლინა და აღსრულება: ქვანტუმ გრუფში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დადგენილი შრომის უსაფრთხოების პროგრამა ყოველდღიურად და თანმიმდევრულად, გამონაკლისების გარეშე სრულდება.