ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მონაცემების შეგროვების სისტემის დანერგვა საქართველოს 19 საბავშვო ბაღში.
ქუანტუმ გრუფი ამაყად აცხადებს, რომ წარმატებით დაასრულა UNICEF Georgia-ის მიერ გამოცხადებული პროექტი, რომლის მიზანი საქართველოს 19 საბავშვო ბაღში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მონაცემების შეგროვების სისტემის დანერგვა იყო.
პროექტის მთავარი ამოცანა იყო საბავშვო ბაღების შიდა ჰაერის ხარისხის შესახებ სანდო და დეტალური მონაცემების შეგროვება, რაც სპეციალისტებს ბავშვების რესპირატორული გარემოს შეფასებასა და შემდგომ ანალიზში დაეხმარება.
პროექტის ფარგლებში ქუანტუმ გრუფმა უზრუნველყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემების მიწოდება, ინსტალაცია, კონფიგურაცია და სრულფასოვანი ამოქმედება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 19 საბავშვო ბაღში.
მონიტორინგის სისტემები რეალურ დროში აკონტროლებს შემდეგ პარამეტრებს:
შეგროვებული მონაცემები ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის შეფასებას, ჯანსაღი გარემოს შექმნას და მომავალში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ასეთი მნიშვნელოვანი სოციალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში და ჩვენი გამოცდილებით წვლილი შეგვეტანა უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნაში.
ქუანტუმ გრუფი მადლობას უხდის UNICEF Georgia-ს ნდობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.
Deployment of an air quality monitoring and data collection system across 19 kindergartens in Georgia.
Quantum Group is proud to announce the successful completion of a project commissioned by UNICEF Georgia, aimed at deploying an air quality monitoring and data collection system across 19 kindergartens in Georgia.
The main objective of the project was to gather reliable and detailed data on the indoor air quality of kindergartens, helping specialists assess and further analyze the respiratory environment of children.
Within the project, Quantum Group provided the supply, installation, configuration and full commissioning of air quality monitoring systems in 19 kindergartens located across various regions of Georgia.
The monitoring systems track the following parameters in real time:
The collected data will support air quality assessment, the creation of a healthy environment, and future data-driven decisions aimed at improving the health and well-being of children.
It is a great honor for us to have had the opportunity to participate in a project of such significant social importance and to contribute our expertise to creating a safe and healthy learning environment.
Quantum Group thanks UNICEF Georgia for their trust and successful cooperation.