ჩვენი საკუთარი IoT პლატფორმა აერთიანებს mioty, LoRaWAN და MQTT მოწყობილობებს და თითოეულ კლიენტს აძლევს სამუშაო სივრცეს მონაცემების სანახავად, მოწყობილობების სამართავად და შეტყობინებების მისაღებად. პლატფორმას ჩვენი გუნდი ავითარებს და ემსახურება.
გეითვეის ან მოწყობილობის დამატებისას ტექნოლოგიას ირჩევთ. mioty და LoRaWAN ერთ სისტემაში მუშაობს, MQTT მოწყობილობები კი იმავე პლატფორმას უერთდება.
დაარეგისტრირეთ გეითვეები და სენსორები, ნახეთ მათი სტატუსი, სიგნალის ხარისხი, ბატარეის დონე და ბოლო შეტყობინების დრო.
ყველა გეითვეი და სენსორი რუკაზე, მიმდინარე მდგომარეობით. ქალაქის ან ობიექტების ქსელის სურათი ერთი შეხედვით.
სენსორის შეტყობინებები გასაგებ მაჩვენებლებად გარდაიქმნება, გრაფიკებითა და სრული ისტორიით.
ზღვრული მნიშვნელობები თითოეული სენსორისთვის. გადაჭარბებისას შეტყობინებას პასუხისმგებელი პირი იღებს.
ბრძანებების გაგზავნა მოწყობილობებზე: პარამეტრების შეცვლა, გამოსასვლელების მართვა, დადასტურება.
მერია, სკოლების ქსელი თუ მაღაზიების ქსელი მხოლოდ საკუთარ მოწყობილობებსა და მომხმარებლებს ხედავს.
API და MQTT საკუთარ სისტემებთან დასაკავშირებლად. ინტერფეისი ქართულ და ინგლისურ ენებზე, მუქი რეჟიმით.
სხვადასხვა ტექნოლოგიის მოწყობილობები ცალკეულ სისტემებში აღარ არის გაბნეული.
პლატფორმას ის გუნდი ემსახურება, რომელიც სენსორებს ამონტაჟებს. კითხვაზე პასუხს თბილისში იღებთ.
ახალი მოწყობილობის ტიპის ან ინტეგრაციის დამატება თქვენი პროექტის საჭიროების მიხედვით შეიძლება.
გაჩვენებთ რეალურ მონაცემებს, რუკასა და მოწყობილობების მართვას და განვიხილავთ, როგორ მოერგება პლატფორმა თქვენს პროექტს.
სენსორები და გეითვეები LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT და LTE ტექნოლოგიებზე. ყველა მოწყობილობა იმართება ერთ სისტემაში: Quantum IoT პლატფორმა.
Our own IoT platform brings mioty, LoRaWAN and MQTT devices together and gives every customer a workspace to view data, manage devices and receive alerts. It is developed and operated by our team.
When you add a gateway or a device, you choose the technology. mioty and LoRaWAN run in one system, and MQTT devices connect to the same platform.
Register gateways and sensors and see their status, signal quality, battery level and the time of the last message.
Every gateway and sensor on a map with its current state. A city or a network of sites at a glance.
Sensor messages are decoded into clear values, with charts and a complete history.
Thresholds for each sensor. When one is crossed, the responsible person is notified.
Send commands to devices: change settings, switch outputs, confirm actions.
A city hall, a network of schools or a retail chain sees only its own devices and users.
API and MQTT to connect your own systems. Interface in Georgian and English, with a dark mode.
Devices on different technologies are no longer scattered across separate systems.
The platform is run by the same team that installs the sensors. You get answers in Tbilisi.
New device types and integrations can be added to match the needs of your project.
We will show you live data, the map and device management, and discuss how the platform fits your project.
Sensors and gateways on LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT and LTE. Every device is managed in one system: Quantum IoT Platform.