თითოეულ ადგილზე დამონტაჟებული სენსორი აფიქსირებს, თავისუფალია თუ არა ადგილი. მძღოლები თავისუფალ ადგილებს ეკრანებზე ხედავენ, ოპერატორი კი დატვირთვასა და ადგილების ბრუნვას აკონტროლებს.
მონაცემები საერთაშორისო კვლევებიდან და ანგარიშებიდანაა. თქვენს ობიექტზე შედეგი მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და საპილოტე ეტაპზე იზომება.
ქალაქის ცენტრში მძღოლები დიდ დროს ხარჯავენ თავისუფალი ადგილის ძებნაში, რაც საცობებს კიდევ უფრო ზრდის. ოპერატორებმა არ იციან ავტოსადგომის რეალური დატვირთვა, ვერ ადასტურებენ დროის ლიმიტის დარღვევას და ტარიფებს მონაცემების გარეშე ადგენენ. სავაჭრო ცენტრსა თუ საავადმყოფოში ვიზიტორის პირველი შთაბეჭდილება ხშირად ადგილის ხანგრძლივი ძებნით იწყება.
ყოველი წრე, რომელსაც მძღოლი ადგილის საძებნელად აკეთებს, ქუჩაში დამატებითი მოძრაობაა.
დროის ლიმიტის გადაჭარბება და გადაუხდელი პარკირება შეუმჩნეველი რჩება.
რეალური მონაცემების გარეშე რთულია ტარიფების, ზონებისა და ახალი ადგილების დაგეგმვა.
მძღოლი, რომელიც პირდაპირ თავისუფალ ადგილზე მიდის, უფრო კმაყოფილია და უფრო ხშირად ბრუნდება.
ადგილის ზედაპირზე დამაგრებული უკაბელო სენსორი ავტომობილს ორი მეთოდით აფიქსირებს: მაგნიტური ველის ცვლილებით და რადარით.
სტატუსის ცვლილება LoRaWAN ქსელით რამდენიმე წამში გადაეცემა.
შესასვლელებთან და ქუჩაში განთავსებული ციფრული ეკრანები თავისუფალი ადგილების რაოდენობას ზონებისა და სართულების მიხედვით აჩვენებს.
ოპერატორი ხედავს ცოცხალ რუკას, დატვირთვისა და დგომის ხანგრძლივობის სტატისტიკას. მონაცემები API-ით გადაეცემა მობილურ აპლიკაციასა თუ გადახდის სისტემას.
| კომპონენტი | ფუნქცია | ძირითადი მახასიათებლები |
|---|---|---|
| პარკირების ადგილის სენსორი | აფიქსირებს ადგილის დაკავებას | ორმაგი დეტექცია (მაგნიტური ველი და რადარი), IP68, ზედაპირული ან ჩაშენებული მონტაჟი, ბატარეის მრავალწლიანი რესურსი |
| გარე LoRaWAN გეითვეი | აგროვებს მონაცემებს ზონის ყველა სენსორიდან | IP67 კორპუსი, 4G ან Ethernet კავშირი, ერთი გეითვეი ასობით სენსორს ემსახურება |
| ნავიგაციის ეკრანები | აჩვენებს თავისუფალ ადგილებს ზონისა თუ სართულის მიხედვით | გარე LED და შიდა ეკრანები, დისტანციური მართვა ჩვენი Digital Signage პლატფორმით |
| პარკინგის მართვის პლატფორმა | ცოცხალი რუკა, სტატისტიკა, ინტეგრაცია | დატვირთვა, დგომის ხანგრძლივობა, ლიმიტის გადაჭარბების შეტყობინებები, ღია API |
| დანერგვა და მხარდაჭერა | Quantum Group-ის ინჟინრები | ზონის დაგეგმვა, მონტაჟი, ოპერატორების სწავლება, 24/7 მხარდაჭერა |
დიახ. სენსორის კორპუსი IP68 სტანდარტით არის დაცული და ავტომობილის დატვირთვაზეა გათვლილი.
ზედაპირული მონტაჟისას ერთ ადგილზე რამდენიმე წუთი, გზის საფარის გათხრის გარეშე.
ორი მეთოდის ერთად გამოყენება ამცირებს ცრუ სიგნალებს, რომლებსაც მეზობელ ადგილზე მდგარი ან გამვლელი მანქანა იწვევს.
დიახ. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ სართულზე შიდა გეითვეი მონტაჟდება.
დიახ, ღია API-ის მეშვეობით.
ერთ ქუჩაზე ან ავტოსადგომის ერთ სართულზე დავამონტაჟებთ სენსორებსა და ეკრანს, რათა რეალური დატვირთვა საკუთარი მონაცემებით ნახოთ.
სენსორები და გეითვეები LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT და LTE ტექნოლოგიებზე. ყველა მოწყობილობა იმართება ერთ სისტემაში: Quantum IoT პლატფორმა.
A sensor in each space detects whether it is free. Drivers see available spaces on displays, and the operator sees occupancy and turnover.
Figures come from independent international studies and reports. Results at your site depend on its condition and are measured during the pilot.
In city centres, drivers spend a long time looking for a free space, which adds to congestion. Operators do not know the real occupancy of their car parks, cannot prove time-limit violations and set prices without data. At a shopping centre or a hospital, the visitor's first impression often begins with a long search for a space.
Every lap a driver makes looking for a space is extra traffic on the street.
Overstays and unpaid parking go unnoticed.
Without real data, it is hard to plan tariffs, zones and new capacity.
A driver who goes straight to a free space is a more satisfied driver, and more likely to come back.
A wireless sensor fixed to the surface of the space detects a vehicle in two ways: by the change in the magnetic field and by radar.
Any change of status is sent over the LoRaWAN network within seconds.
Digital displays at entrances and on the street show the number of free spaces by zone and by level.
The operator sees a live map with occupancy and dwell-time statistics. Data is passed via API to a mobile app or payment system.
| Component | Role | Key characteristics |
|---|---|---|
| Parking space sensor | Detects whether the space is occupied | Dual detection (magnetic field and radar), IP68, surface or in-ground mounting, multi-year battery life |
| Outdoor LoRaWAN gateway | Collects data from every sensor in the zone | IP67 enclosure, 4G or Ethernet connection, one gateway serves hundreds of sensors |
| Guidance displays | Show free spaces by zone or level | Outdoor LED and indoor screens, managed remotely through our Digital Signage platform |
| Parking management platform | Live map, statistics, integration | Occupancy, dwell time, overstay alerts, open API |
| Deployment and support | Quantum Group engineers | Zone planning, installation, operator training, 24/7 support |
Yes. The housing is rated IP68 and built to withstand vehicle loads.
With surface mounting, a few minutes per space, with no need to dig up the road.
Combining two detection methods reduces false readings caused by cars in neighbouring spaces or passing traffic.
Yes. Where needed, an indoor gateway is installed on each level.
Yes, through an open API.
We equip one street or one level of your car park with sensors and a display, so you can see real occupancy on your own data.
Sensors and gateways on LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT and LTE. Every device is managed in one system: Quantum IoT Platform.