სენსორი აჩვენებს, რამდენად სავსეა თითოეული კონტეინერი. ნაგავმზიდი იქ მიდის, სადაც ნამდვილად საჭიროა, და არა ფიქსირებული მარშრუტით.
მონაცემები საერთაშორისო კვლევებიდან და ანგარიშებიდანაა. თქვენს ობიექტზე შედეგი მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და საპილოტე ეტაპზე იზომება.
ნარჩენების გატანა უმეტესად ფიქსირებული გრაფიკით ხდება. ერთ უბანში მანქანა ნახევრად ცარიელ კონტეინერებთან ჩერდება, მეორეში კი კონტეინერები უკვე გადავსებულია, განსაკუთრებით ბაზრობებთან, ტურისტულ ზონებში, შაბათ-კვირისა და დღესასწაულების შემდეგ. ქალაქი იხდის ყოველ გავლილ კილომეტრსა და სამუშაო საათში, მოსახლეობა კი გადავსებულ კონტეინერებს ხედავს.
ყოველი ზედმეტი გაჩერება ზრდის საწვავის, სამუშაო დროისა და ტექნიკის ცვეთის ხარჯს.
გადავსებული კონტეინერი ქუჩის ცხოველებს იზიდავს, ნაგავი იფანტება და მოსახლეობის საჩივრები მატულობს.
ზაფხულის სეზონი ბათუმში თუ სადღესასწაულო დღეები თბილისში მონაცემების გარეშე რთულად იგეგმება.
კონტეინერში გაჩენილ ცეცხლს ხშირად გვიან ამჩნევენ.
სახურავის ქვეშ დამაგრებული ულტრაბგერითი სენსორი დღეში რამდენჯერმე ზომავს კონტეინერის შევსების დონეს.
სენსორი ასევე აფიქსირებს დახრას (გადაბრუნებული კონტეინერი ან ღია სახურავი) და ტემპერატურის მკვეთრ მატებას (შესაძლო ხანძარი).
მონაცემები გადაეცემა ბოძებზე ან სახურავებზე დამონტაჟებულ გარე LoRaWAN გეითვეებს. ერთი გეითვეი ფართო ტერიტორიას ფარავს.
დისპეტჩერი რუკაზე ხედავს ყველა კონტეინერს შევსების დონით და იღებს იმ კონტეინერების სიას, რომლებიც დღეს უნდა დაიცალოს. მარშრუტი სწორედ ამ სიის მიხედვით იგეგმება.
| კომპონენტი | ფუნქცია | ძირითადი მახასიათებლები |
|---|---|---|
| ულტრაბგერითი შევსების სენსორი | ზომავს შევსების დონეს, აფიქსირებს დახრასა და ტემპერატურას | ბატარეაზე მომუშავე, IP67, ბატარეის მრავალწლიანი რესურსი, მონტაჟი რამდენიმე წუთში |
| გარე LoRaWAN გეითვეი | ქალაქის მასშტაბით რადიოდაფარვა | IP67 კორპუსი, 4G ან Ethernet კავშირი, მზის ენერგიაზე მომუშავე ვარიანტი ელექტროკვების გარეშე ადგილებისთვის |
| ნარჩენების მართვის პლატფორმა | რუკა, შეტყობინებები, დასაცლელი კონტეინერების სია, ანგარიშები | შევსების ზღვრები, ხანძრისა და დახრის განგაში, თითოეული კონტეინერის ისტორია, მონაცემების ექსპორტი |
| დანერგვა და მხარდაჭერა | Quantum Group-ის ინჟინრები | დაფარვის დაგეგმვა, მონტაჟი, დისპეტჩერების სწავლება, 24/7 მხარდაჭერა |
ვარჩევთ ერთ უბანს 50–100 კონტეინერით. 2–3 თვის განმავლობაში სისტემა არსებული გრაფიკის პარალელურად მუშაობს, ასე რომ შედეგს საკუთარ მონაცემებზე შეაფასებთ.
დიახ. სენსორი კონტეინერების უმეტეს ტიპზე მაგრდება. კონკრეტულ ტიპებს ობიექტის შესწავლისას ვამოწმებთ.
სტანდარტული გაზომვის ინტერვალით რამდენიმე წელს. ბატარეის დაცლამდე პლატფორმა წინასწარ გაფრთხილებთ.
სენსორი კონტეინერის შიგნით, მიუწვდომელ ადგილას მაგრდება. თუ რომელიმე სენსორი მონაცემების გადაცემას შეწყვეტს, პლატფორმა ამას მაშინვე აჩვენებს.
დიახ. Quantum Group ავტოპარკის GPS მონიტორინგსაც ახორციელებს, ამიტომ დასაცლელ კონტეინერებსა და მანქანების მდებარეობას ერთ სისტემაში ნახავთ.
მონაცემები შემკვეთს ეკუთვნის და მისი თანხმობის გარეშე მესამე მხარეს არ გადაეცემა.
ერთად შევარჩევთ უბანს, დავამონტაჟებთ სენსორებს და რამდენიმე თვეში ზუსტად გეცოდინებათ, რამდენი რეისის დაზოგვაა შესაძლებელი.
სენსორები და გეითვეები LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT და LTE ტექნოლოგიებზე. ყველა მოწყობილობა იმართება ერთ სისტემაში: Quantum IoT პლატფორმა.
A sensor reports how full each container is, so collection trucks go where they are needed instead of following a fixed route.
Figures come from independent international studies and reports. Results at your site depend on its condition and are measured during the pilot.
Most waste collection runs on a fixed schedule. Trucks stop at half-empty containers in one district while bins overflow in another, especially near markets and tourist areas, and after weekends and holidays. The city pays for every kilometre driven and every working hour, and residents see the overflow.
Every unnecessary stop adds fuel, labour and vehicle wear.
Overflowing containers attract stray animals, litter spreads and complaints grow.
Summer in Batumi or the holiday season in Tbilisi is hard to plan for without data.
Fires inside containers are often noticed late.
An ultrasonic sensor mounted under the lid measures the fill level several times a day.
It also reports tilt (a container knocked over or a lid left open) and sudden temperature rises (a possible fire).
Data reaches outdoor LoRaWAN gateways mounted on poles or rooftops. One gateway covers a wide area.
The dispatcher sees every container on a map with its fill level and receives a list of the containers to empty today. Routes are planned from that list.
| Component | Role | Key characteristics |
|---|---|---|
| Ultrasonic fill-level sensor | Measures fill level; reports tilt and temperature | Battery-powered, IP67, multi-year battery life, installs in minutes |
| Outdoor LoRaWAN gateway | City-wide radio coverage | IP67 enclosure, 4G or Ethernet connection, solar-powered option for sites without mains power |
| Waste management platform | Map, alerts, collection lists, reports | Fill thresholds, fire and tilt alarms, history per container, data export |
| Deployment and support | Quantum Group engineers | Coverage planning, installation, dispatcher training, 24/7 support |
We select one district with 50 to 100 containers. For 2 to 3 months the system runs alongside your current schedule, so you judge the result on your own data.
Yes. The sensor fits most container types; we check yours during the site survey.
Several years at the standard reporting interval. The platform warns you well before a battery runs low.
The sensor is mounted inside the container, out of reach. If a sensor stops reporting, the platform flags it immediately.
Yes. Quantum Group also provides GPS fleet monitoring, so you can see the containers to empty and the position of every vehicle in one system.
The customer owns the data, and it is never shared with third parties without the customer's consent.
We choose the district together, install the sensors, and within a few months you will know exactly how many trips can be saved.
Sensors and gateways on LoRaWAN, mioty, Wireless M-Bus, NB-IoT and LTE. Every device is managed in one system: Quantum IoT Platform.